მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს – ამოღებულია პისტოლეტი, მჭიდი და 64 ვაზნა 

იმერეთში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს – ამოღებულია პისტოლეტი, მჭიდი და 64 ვაზნა 

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 64 ვაზნა ამოიღეს.

დანაშაული თავისუფლების 3-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები