მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ინსულტი და ტრავმული დაზიანება – რა ცვლილებებია ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში

ინსულტი და ტრავმული დაზიანება – რა ცვლილებებია ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ინსულტისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდება.

მისივე თქმით, ინსულტის და ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია წლის განმავლობაში 11 მილიონი ლარის ფარგლებში დაფინანსდება.

აზარაშვილის განცხადებით, მკურნალობას დააფინანსებენ იმ კლინიკებში, სადაც პაციენტები რეაბილიტაციას გაივლიან.

“მთავრობის სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ინსულტის და ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდება. ინსულტის და ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას წლის განმავლობაში დაახლოებით 11 მილიონი ლარის ფარგლებში დავაფინანსებთ. წლის განმავლობაში ასეთი დაახლოებით 6 000 შემთხვევა გვაქვს. მკურნალობას დავაფინანსებთ იმ კლინიკებში, სადაც პაციენტები რეაბილიტაციას ჩაიტარებენ.

ასევე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პრევენციაზე. ინსულტის შემთხვევაზე მაქსიმალურად სწრაფად მოახდენს რეაგირებას სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ჩვენების მიხედვით მიიყვანს კონკრეტულ კლინიკაში, სადაც პაციენტებს ოპერატიულად დაეხმარებიან“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები