მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

“ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები