მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – მთელი საქართველოდან ამდენმა პარტიამ ძლივს მოაგროვა 150 კაცი

ირაკლი კობახიძე – მთელი საქართველოდან ამდენმა პარტიამ ძლივს მოაგროვა 150 კაცი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლა კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” გააპროტესტა.

“საზოგადოება ხედავს და სწორად აფასებს ყველაფერს და სწორედ ამის გამოა, რომ გუშინდელ აქციაზე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის”  რამდენიმე ათეული აქტივისტის გარდა, არავინ მივიდა.

მთელი საქართველოდან ბათუმში ჩაიყვანეს ხალხი და 150 კაცი ძლივს მოაგროვეს. ეს იყო კოლექტიური ნაცმოძრაობა, ამაში შედის, პარტია “ნაცმოძრაობა”, “ლელო”, გახარიას პარტია, “ევროპული საქართველო”, ისინი იდგნენ იქ. მთელი საქართველოდან ამდენმა პარტიამ ძლივს მოაგროვა 150 კაცი და თბილისში ნახეთ გუშინდელი აქცია, ასევე ძლივს მოაგროვეს რამდენიმე ათეული ადამიანი”, – განაცხადა კობახიძემ.

ბათუმში რუსული საკრუიზო შემოსვლა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ქუთაისში გააპროტესტეს. ბათუმში გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 23 ადამიანი დააკავეს, რამდენიმე მათგანს დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

კომენტარები