მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – მე მინდა მივულოცო ეს დღე ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ირაკლი ღარიბაშვილი – მე მინდა მივულოცო ეს დღე ბატონ ბიძინა ივანიშვილს

“მე მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საზეიმო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნა.

“ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ.

მე მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა სწორედ დღევანდელი დღე და ეს გამარჯვება და ეს წარმატება ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, მიაღწია მაქსიმუმს. დღევანდელი დღე, შეიძლება ითქვას, არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი წარმატებული მმართველობის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები