მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – რა თქმა უნდა, არ მივალ, მე მაქვს ჩემი საქმე

ირაკლი ღარიბაშვილი – რა თქმა უნდა, არ მივალ, მე მაქვს ჩემი საქმე

ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა, ჩემი მეთაურობით, ვატარებთ ეროვნულ პოლიტიკას. უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა პიარის თანხლებით და რაღაც შოუს დადგმა არ არის ჩემი ხელწერა. მე საქმეზე ვფიქრობ მხოლოდ და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ოპონენტები აკეთებენ და ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ბუნებრივია, მე გუშინ მთელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების კაბინეტთან მქონდა განხილვა ლაივ-რეჟიმში, რომ იტყვიან იმ ინფორმაციების რომელიც მოეწოდებიდა ჩვენს სამსახურებს და ეს არის ჩვეულებრივი, ჩემი ყოველდღიური მუშაობის შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ჩემი პასუხია შემდეგი – უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში არავითარ საჭროებას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება პარლამეტში უნდა გამართულიყო თუ არა, მე რა თქმა უნდა არ მივალ, მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით და ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს, ეს ერთი. და მეორე – უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ, არაფრის მომცემი. პირიქით, ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები