მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იტალიაში სასმელის ქურდობის მცდელობისთვის 34 წლის ქართველი დააკავეს

იტალიაში სასმელის ქურდობის მცდელობისთვის 34 წლის ქართველი დააკავეს

იტალიაში ალკოჰოლური სასმელის ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მედიის ცნობით,  34 წლის ქართველი სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელმა შენიშნა და ადგილზე დააკავა. დაკავების დროს მამაკაცმა მას წინააღმდეგობა გაუწია, ჩანთიდან დამცავი თავსახურის გარეშე სისხლიანი შპრიცი ამოიღო და დაცვას ნემსის ჩხვლეტით დაემუქრა.

მან შემთხვევის ადგილიდან მანქანით გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.

საქართველოს მოქალაქე სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ის ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში გამოკვლევებზე, შემდეგ კი ტარანტოს ციხეში გადაიყვანეს.

კომენტარები