მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იტალიაში სუპერმარკეტიდან ალკოჰოლური სასმლის მოპარვის ფაქტზე 35 წლის ქართველი დააკავეს

იტალიაში სუპერმარკეტიდან ალკოჰოლური სასმლის მოპარვის ფაქტზე 35 წლის ქართველი დააკავეს

იტალიაში, პოტენზას რეგიონში, სუპერმარკეტიდან ალკოჰოლური სასმლის მოპარვის ფაქტზე 35 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს.

იტალიური მედიის ცნობით, ის სუპერმარკეტის თანამშრომლებმა მაშინ შენიშნეს, როცა ზურგჩანთაში მოპარული ალკოჰოლური სასმლის ბოთლების დამალვას ცდილობდა.

დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, მარკეტის თანამშრომლების მიერ გამოძახებულმა სამართალდამცველებმა კი მცირე დევნის შემდეგ დააკავეს.

ჩხრეკის დროს 35 წლის ქართველ მამაკაცს ჩანთაში ალკოჰოლური სასმლის 6 ბოთლი აღმოუჩინეს, რომლის ღირებულებაც 200 ევროს შეადგენდა.

მამაკაცი იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდა, თუმცა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა.

დაკავებულს სასამართლომ პოტენზას რეგიონში შესვლა და ცხოვრება აუკრძალა.

კომენტარები