მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იტალიაში ქართველი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქეა დაკავებული

იტალიაში ქართველი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქეა დაკავებული

იტალიაში ქართველი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ქართველი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2 მარტს, სალერნოს რეგიონში ორ პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ცუდად გახდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ, გასროლასაც.

49 წლის მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე ადგილობრივმა პოლიციამ ასევე ქართველი მამაკაცი დააკავა.

მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები