მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

რომში, ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს 3 და ლიეტუვის ერთი მოქალაქე დააკავეს.

იტალიური მედიის ცნობით, ისინი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მეპატრონე სახლში დახვდათ.

ჩხრეკისას პოლიციამ ქურდობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები ამოიღო.

დაკავებულების ასაკი 33-დან 52 წლამდეა, ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევია.

კომენტარები