მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“იქ გადარჩენილებს შეურაცხყოფას გვაყენებთ… შენ რა ადამიანი ხარ?”

“იქ გადარჩენილებს შეურაცხყოფას გვაყენებთ… შენ რა ადამიანი ხარ?”

“ვაიმე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი” – ასე ეხმაურება შოვში, მეწყერში მოყოლილი დავით ჯელაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას.

ჯელაძის პოსტზე, სადაც მას აღწერილი ჰქონდა დისშვილთან ერთად რა გზის გავლა მოუწია შოვში, რომ გადარჩენილიყვნენ, კობახიძემ თქვა, რომ “გადასამოწმებელია ეს ყველაფერი”. მისთვის გაუგებარია რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.

მმართველი გუნდის ლიდერმა სპეკულაცია და “წარმოუდგენელი ტყუილი” უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.

კობახიძის განცხადებას ლანა ჯელაძე ეხმაურება, დავით ჯელაძის და, რომელიც სტიქიის დღეს შოვში იმყოფებოდა.

“იმის მაგივრად, რომ მოგეკითხეთ, ჩემს ოჯახს და იქ გადარჩენილებს შეურაცხყოფას გვაყენებთ… შენ რა ადამიანი ხარ?” – წერს ლანა ჯელაძე.

კომენტარები