მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში”

“კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი “ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა”.

კობახიძე იმედოვნებს, რომ ახალი ელჩი “განსხვავებულად იმოქმედებს”.

“ჩვენ ვერიდებოდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო მოქმედი ელჩი ევროკავშირის, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში, ეს იყო მიმდინარე პროცესი და ასე შემდეგ. თუმცა, დღეს, როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები