მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ყოველდღიურად ძლიერი აფეთქებებია, სახელმწიფო ან შეგნებულად ხუჭავს თვალს, ან ვერ გვიცავს”

“ყოველდღიურად ძლიერი აფეთქებებია, სახელმწიფო ან შეგნებულად ხუჭავს თვალს, ან ვერ გვიცავს”

რიკოთის უღელტეხილის ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ ფუთის გადასახვევთან, ადგილობრივმა მოსახლეობამ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან ერთად საინფორმაციო აქცია ბრიფინგი გამართა.

ადგილობრივების შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ, მიზეზი კი ჩქაროსნული მაგისტრალის რეაბილიტაცია და იქ მიმდინარე აფეთქებებია.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ადგილზე მომუშავე ჩინურ კომპანიას მიწისქვეშა გვირაბი პირდაპირ სოფლის ქვეშ გაჰყავს და ბიძგები იმდენად მასშტაბურია, რომ სახლების კედლები დაიბზარა, ჭერიდან კი ბათქაში ცვივა.

ისინი მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

“ჩვენ ვცხოვრობთ ორი გიგანტური გვირაბის თავზე, სადაც უკვე კატასტროფულია ცხოვრება. ყოველდღიურად მიმდინარეობს ძლიერი აფეთქებები, ამ აფეთქებების დროს ჩვენ ვართ სახლებში, ბიძგი არის ძალიან ძლიერი და ვერაფერს ვერ ვხდებით დღევანდელ პირობებში, ვერაფერს ვაკეთებთ, დახმარებას არავინ გვიწევს, სულ უმოქმედობაშია მთავრობა და ვცდილობთ გავაპროტესტოთ ეს უმოქმედობა”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის თქმით, აქვთ განცდა, რომ ხელისუფლება ადგილობრივებს ჩინური სახელმწიფოსგან ვერ იცავს.

“ჩვენ ვზარალდებით, მაგრამ რატომღაც ან შეგნებულად ხუჭავს სახელმწიფო თვალს ანდა ვერ გვიცავს, ვითხოვთ დახმარებას”, – აცხადებს აქციის მონაწილე.

კომენტარები