მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ყოფილ ცოლს შერიგებას სთხოვდა, მერე უცებ დანა ამოუღია და 12-ჯერ დაურტყია, შემდეგ ეგონა, რომ ცოლი მოკლა და თვითონ თავი მოიკლა”

“ყოფილ ცოლს შერიგებას სთხოვდა, მერე უცებ დანა ამოუღია და 12-ჯერ დაურტყია, შემდეგ ეგონა, რომ ცოლი მოკლა და თვითონ თავი მოიკლა”

ქუთაისსთან ახლოს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში საზარელი შემთხვევა მოხდა.

ახალგზარდა ქალს ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკლელობით დააასრულა.

არსებული ინფორმაციით, კაცს ყოფილ ცოლთან შერიგება სურდა, უარის შემდეგ კი მათ შორის სიტყვიერი კამათი სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

“დაუნახავთ კაცი ქალს ეჩხუბებოდა, მერე უცებ დანა ამოუღია და 12 ჯერ დაურტყია, ამის შემდეგ ეგონა, რომ ცოლი მოკლა და თვითონაც თავი მოიკლა. ეს ქალი ქმართან ნაჩხუბარი იყო და ბანოჯაში დასთან იყო”, – აცხადებს მეზობელი.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 37 წლის პაციენტი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი კი უკვე მშობლიურ სოფელში, ხობშია გადასვენებული.

კომენტარები