მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

კახა კალაძემ სამტრედიაში ნიკურაძეების შვიდსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი აჩუქა

კახა კალაძემ სამტრედიაში ნიკურაძეების შვიდსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი აჩუქა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამტრედიაში ნიკურაძეების შვიდსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა.

კალაძის მშობიულ სამტრედიაში მისი ინიციატივით ტრადიციულად საახალწლო კონცერტი გაიმართა.

კონცერტზე ნიკურაძეების შვიდსულიან ოჯახს სახლის გასაღები კახა კალაძის უფროსმა ვაჟიშვილმა ლევან კალაძემ გადასცა.

თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, “დღეიდან ლაშა ნიკურაძის ოჯახს, თხუთმეტწლიანი მოლოდინის შემდეგ, საკუთარი ჭერი და საკარმიდამო ნაკვეთი ექნება“.

“უბედნიერესი 2024 წელი დაიწყო ჩემთვის, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ კახის. მან სამტრედიაში არაერთი ოჯახი გაახარა და გააბედნიერა, მათ შორის არის ჩემი ოჯახიც“, – განაცხადა ლაშა ნიკურაძემ.

კომენტარები