მთავარიახალი ამბებისლაიდი

კახა ჩხეტიანი – დავით კერესელიძემ “ტორპედო“ გადაარჩინა

კახა ჩხეტიანი – დავით კერესელიძემ “ტორპედო“ გადაარჩინა

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი ქუთაისის “ტორპედოში“ ახალი მეპატრონის მისვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

ჩხეტიანის თქმით, “ტორპედო“ გადაარჩინა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორის დავით კერესელიძის მისვლამ, რომელიც კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის „ტორპედოს“ გასასხვისებლად გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვების შედეგად გახდა.

“იცით, რომ გუნდში დავით კერესელიძე მოვიდა, მას პირველ გამარჯვებას ვულოცავ და მადლობას ვუხდი მთელი გუნდის სახელით, რადგან მან ფაქტობრივად, ქუთაისის „ტორპედო“ გადაარჩინა. ვულოცავ ამ გამარჯვებას ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს, რადგან ისინი ახლა მხოლოდ ტელევიზიიდან გვგულშემატკივრობდნენ და დარწმუნებული ვარ, ძალიან გახარებულები არიან“, – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ “ტორპედო” 8 სექტემბერს გაასხვისა.

კომენტარები