მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

კეცის დამზადება – გაიცანით ერთადერთი ოჯახი ვანის მუნიციპალიტეტში, რომელიც ტრადიციას აგრძელებს

კეცის დამზადება – გაიცანით ერთადერთი ოჯახი ვანის მუნიციპალიტეტში, რომელიც ტრადიციას აგრძელებს

ვანის მუნიციპალიტეტ სოფელ ტობანიერში მამუკა ხელაძის ოჯახს ყველა იცნობს. წინაპრებიდან მოყოლებული, ოსტატი ფლობს ადგილობრივი კეცის დამზადების ტექნოლოგიას და ტრადიციულ ხელობას ოჯახთან ერთად დღემდე უწყვეტად აგრძელებს.

ოსტატის თქმით, კეცის დასამზადებლად საჭირო მიწა, რომელიც “ჭინჭიბურას” სახელითაა ცნობილი, მას გურიის სოფელ თხილაგანიდან ჩამოაქვს.

მამუკა ხელაძის ოჯახი ამ ეტაპზე ერთადერთია ვანის მუნიციპალიტეტში, ვინც ამ საქმეს ემსახურება. ადგილობრივ კეცზე დიდი მოთხოვნაა, ოსტატი რეალიზაციას ახდენს როგორც სახლიდან, ასევე ადგილობრივი ბაზრიდან.

კომენტარები