მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

კვლევა – საქართველოს მოსახლეობის 23% ემიგრაციაშია

კვლევა – საქართველოს მოსახლეობის 23% ემიგრაციაშია

კვლევითი ცენტრის PMCG-ის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 23% ემიგრაციაში.

ორგანიზაციამ ემიგრაციასა და ფულადი გზავნილების შესახებ ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშში მოყვანილია გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხთა დეპარტამენტის მონაცემები, რომლის თანახმადაც, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია.

ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (450 ათასი ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი, 85 ათასი, 65 ათასი და 49 ათასი ადამიანით, შესაბამისად. გაანალიზებულ პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%).

უკანასკნელ ათწლეულში, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შესამჩნევად გაიზარდა. კერძოდ, 2012 წლიდან 2021 წლამდე მაჩვენებელი 76%-ით გაიზარდა და 2.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წლიდან 2015 წლამდე ფულადი გზავნილების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, 2016 წლიდან მაჩვენებელი გაიზარდა და 2021 წელს უმაღლესი ნიშნული დაფიქსირდა.

კომენტარები