მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მადლობა ჩემს ქუთაისს,  ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე”

“მადლობა ჩემს ქუთაისს,  ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე”

დიდი მადლობა ყველას, მადლობა ჩემს ქუთაისს, ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე – ამის შესახებ ქუთაისის მერობის ოპოზიციის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

“ნამდვილად უჩვეულო დღეა საქართველოში და ყველამ ძალიან კარგად ვიგრძენით ახლა რეჟიმის მორღვევის შეუქცევადობას. პირველ რიგში მე მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ჩვენს ამომრჩეველს, ოპოზიციურ ამომრჩეველს, ვინც გუშინ მოვიდა და დააფიქსირა თავისი ხმა. უდიდესი ზეწოლის სუს-ის, სისტემის წინააღმდეგ, მოსყიდვის, რომელსაც “ქართული ოცნება” აკეთებდა, ყველაფერი იკადრა,  დაარიგა მილიონობით ლარი, დააშინა ადამიანები, დააშინა ისეთი ადამიანები, ვისაც სოციალური დახმარება ჰქონდა. პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ მოგიხსნით სოციალურ დახმარებას, ადამიანებზე იძალადა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სუს-ის კონტროლის ქვეშ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიჩინეს მართლაც სამოქალაქო ღირსება, ისინი მოვიდნენ, მოგვცეს ხმა და ყველაზე მნიშვნელოვანი აჩვენეს რეჟიმს, რომ დიახ, რეჟიმის დამარცხება არის შესაძლებელი. მე ამაყი ვარ, რომ ჩემს მეგობებთან ერთად მივიღე ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა.

გუშინ “ქართულ ოცნებას” ჩაეშალა დაწყებული ზეიმი განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, როდესაც ამბობდნენ, რომ აი, ჩვენ მეორე ტურები არ გვექნება, პირდაპირ პირველ ტურში მოვიგებთ, ყველა თვითმმართველ ქალაქში და განსაკუთრებით თბილისში და გაღიმებული კალაძე სცენაზე დატოვეს. დიახ, საქართველოს დიდმა ქალაქებმა რეჟიმს ბრძოლა გამოუცხადა”, – განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, მისი თქმით, არჩევნების ეს შედეგი ნიშნავს რეჟიმის მსხვრევას.

“მიზანი არის ვადამდელი არჩევნები. ჩვენ აუცილებლად მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე. ადამიანებმა ისე გამოხატეს თავიანთი არჩევანი, რომ “ქართულ ოცნებას” გაყალბების მასშტაბები არ ეყო. ეს ნიშნავს რეჟიმის რღვევას ეს ნიშნავს საქართველოს მოქალაქეების ძალიან მალე აღსრულებას. დარწმუნებული ვართ, ჩვენ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცესკოს პირველადი შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ხატია დეკანოიძე 43,75 %- მიიღო, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41,86 %-ით.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ორ ოლქში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ბესიკ ბრეგაძემ და ანა კოხრეიძემ გაიმარჯვეს, დანარჩენ 8 ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატები იმარჯვებენ.

კომენტარები