მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მათე გველესიანი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია

მათე გველესიანი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია

წყალტუბოელი ძიუდოისტი მათე გველესიანი სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონია.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე წყალტუბოელმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში ხორვატი ლუკა კატიჩი იპონით დაამარცხა.

მათე გველესიანმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მოუტანა.

კომენტარები