მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მამაკაცი, რომელმაც ქუთაისის საკრებულოს წევრი დაჭრა, დაკავებულია

მამაკაცი, რომელმაც ქუთაისის საკრებულოს წევრი დაჭრა, დაკავებულია

მამაკაცი, რომელმაც ქუთაისში “ქართული ოცნების” წევრი ზაქრო მამასახლისი დაჭრა, დაკავებულია.

სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან მალევე, ქალაქის ცენტრში დააკავეს. თავად დაჭრილი კი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი საყოფაცხოვრებო საკითხებია.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები