მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მამა იოსებ ბურჯანაძეს ხვალ დაკრძალავენ

მამა იოსებ ბურჯანაძეს ხვალ დაკრძალავენ

გელათის ტაძრის წინამძღვარს, მამა იოსებ ბურჯანაძეს ხვალ, შაბათს დაკრძალავენ.

როგორც ცნობილია, სასულიერო პირის დაკრძალვა გელათის მონასტერში მოხდება.

გელათის მონასტერში არქიმანდრიტ იოსებს (ბურჯანაძე) სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაუხადეს.

მამა იოსებ ბურჯანაძემ დამწვრობა ორი კვირის წინ სენაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო. სასულიერო პირს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი.

16 იანვარს გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლს იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო.

არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისში გადაიყვანეს.

კომენტარები