მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა საქართველოს ყველა ეკლესიაში ჩატარდება.

დიდმოწამე მესამე საუკუნის დასაწყისში კაბადაოკიაში დაიბადა. იგი სრულიად ახალგაზრდა სამხედრო სამსახურში გამწესდა, სადაც მალე წარმატებას მიაღწია და რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ყურადღებაც მიიპყრო, რის შემდეგაც წმინდანი სამეფო კარზე დააწინაურეს. როდესაც იმპერატორმა ქრისტიანების დევნის გადაწყვეტილება მიიღო, კაბადოკიელმა წმინდანმა ყოველგვარი პატივი და დიდება უარყო, დიოკლიტიანეს ქმედებას წინ აღუდგა, რასაც იმპერატორის მიერ წმინდა გიორგის დატყვევება მოჰყვა.

დიდმოწამემ ხანგრძლივ წამებას გაუძლო. იგი გაამათრახეს, ხმლით დაჭრეს და ბორბალზეც გააკრეს, მაგრამ მას ჭრილობები სასწაულებრივად უხორცდებოდა.

წმინდა გიორგი 305 წელს მოწამეობრივად აღესრულა, მას თავი მოჰკვეთეს. დიდმოწამის თავისკვეთის დღე 6 მაისს აღინიშნება.

კომენტარები