მთავარიახალი ამბებისლაიდი

მარიუპოლში თეატრის დაბომბვის შედეგად სავარაუდოდ, 300 ადამიანი დაიღუპა

მარიუპოლში თეატრის დაბომბვის შედეგად სავარაუდოდ, 300 ადამიანი დაიღუპა

მარიუპოლში დრამატული თეატრის შენობის დაბობმვის შედეგად სავარაუდოდ, 300 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო ავრცელებს.

“სამწუხაროდ, ამ დღეს ცუდი ამბებით ვიწყებთ. თვითმხილველების თქმით, 300-მდე ადამიანი დაიღუპა მარიუპოლის დრამატულ თეატრში რუსული თვითმფრინავის დაბომბვის შედეგად. ძალიან გვინდა გვჯეროდეს, რომ ასე არ არის, თუმცა ტერორისტული აქტის თვითმხილველები საპირისპიროს ამბობენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის თეატრის შენობა, რომელსაც წარწერა ჰქონდა – „ბავშვები“, 16 მარტს დაბომბეს.

კომენტარები