მთავარიახალი ამბები

“მდგომარეობა უფრო მძიმდება” – გელათი მეოთხე ზამთარსაც დროებითი გადახურვით და ხარაჩოებით შეხვდა

“მდგომარეობა უფრო მძიმდება” – გელათი მეოთხე ზამთარსაც დროებითი გადახურვით და ხარაჩოებით შეხვდა

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი – გელათის სამონასტრო კომპლექსი 2024 წელსაც პრობლემებით შეხვდა. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი ისევ ხარაჩოებშია მოქცეული და თუნუქის ფირფიტებით არის გადახურული.

არასამთავრობო სექტორი წლებია, ხელისუფლებას და საპატრიარქოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, თუმცა უშედეგოდ.

“გელათის სამონასტრო კომპლექსი, ისევე როგორც წინა სამი ზამთრის მანძილზე, ხვდება უხარისხო გადახურვაში, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებები კეთდება, თითქოს ეს გადახურვა უზრუნველყოფს წყლის ფილტრაციისგან მის დაცვას, ეს ვერ იქნება არგუმენტირებულად დადასტურებული, ეს მაშინაც იყო უსწრაფესი და დროებითი ღონისძიება, რაც უნდა ყოფილიყო მხოლოდ ერთი ზამთრით, თუმცა ვხედავთ, რომ გასული 9 თვის მანძილზე, როცა უკვე საპატრიარქო იბარებს სამუშაოებს, ვითარება არ სწორდება, მდგომარეობა არის მძიმე, უფრო მძიმდება, ვიცით, რომ ყველა დასკვნით მეტასტაზირების პროცესი არის აქტიური, ანუ ფერწერის ფერის დაზიანების და ყველა ელოდება გაზაფხულს, როცა უნდა დაიწყოს გარე სამუშაოები, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე არ არის გადაწყვეტილი ორი პროექტიდან რომელი უნდა დარჩეს”, – აცხადებს “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.

ორგანიზაციის წევრი მერაბ ბარათაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, სახურავიდან ტაძარში წყალი აღარ ჩადის, მაგრამ კედლები გაზრდილი ტენიანობის გამო ზიანდება.

კომენტარები