მთავარიახალი ამბებისლაიდი

მდინარე ლეხინდარში 17 წლის ბიჭს ეძებენ

მდინარე ლეხინდარში 17 წლის ბიჭს ეძებენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავში, მდინარე ლეხინდარში 17 წლის ბიჭი გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ხიდზე მშობლებთან ერთად გადადიოდა, როდესაც ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა.

მომხდარის შემდეგ ბიჭის გადასარჩენად მდინარეში მამაც გადახტა, თუმცა შვილის დახმარება ვერ შეძლო. მამაკაცი ამ დროისთვის მდინარის სანაპიროზე მაშველებთან ერთად იმყოფება.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები