მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მდინარე ძუსაში, მაშველების მიერ გადარჩენილი ერთი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი

მდინარე ძუსაში, მაშველების მიერ გადარჩენილი ერთი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი

თერჯოლაში, მდინარე ძუსაში მაშველების მიერ გადარჩენილი ერთადერთი პირი კლინიკა “იმერმედშია” მოთავსებული.

ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებზე ამ დროისათვის არ საუბრობენ.

ტრაგედია თერჯოლის მუნიციპალიტეტში დღეს საღამოს დატრიალდა. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. თავდაპირველად, სამწვერას ჩანჩქერის დასათვალიერებლად წასულებიდან ერთს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, მის გადასარჩენად მდინარეში ოთხი ადამიანი გადახტა, თუმცა მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს.

კომენტარები