მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან 8 თვის შემდეგ გიორგი თავაძე მხოლოდ მედიის ნაწილს შეხვდა

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან 8 თვის შემდეგ გიორგი თავაძე მხოლოდ მედიის ნაწილს შეხვდა

ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან 8 თვის შემდეგ გიორგი თავაძემ ჟუნალისტებთან გამოჩენა გადაწყვიტა, თუმცა მხოლოდ მედიის ნაწილთან.

პრესკონფერენციას, რომელზეც სამი თეატრის პირველი პირები იმყოფებოდნენ, კრიტიკული მედიის ნაწილი ვერ მოხვდა.

თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ  ჩვენთან დაკავშირება  გაურკვეველი მიზეზის გამო ვერ მოხერხდა, თუმცა ტელეფონი, რომელიც პიართან  და საზოგადოებასთან საკომუნიკაციოა, არასოდეს ითიშება და ვპასუხობთ ყველა ზარს.

რაზე ისაუბრეს სამი თეატრის პირველმა პირებმა, ჩვენთვის უცნობია, თუმცა ცნობილია ის კითხვები, რომელიც მედიაში არსებობს:

რატომ ვერ სარგებლობს მესხიშვილის თეატრში ბოლო წლებში დადგმული სპექტაკლები საზოგადოების მოწონებით. რატომ ვერ უძლებს ეს სპექტაკლები დროს, თეატრმცოდნეობის კრიტიკას და მაყურებელთა სიყვარულს? სპექტაკლებზე, რომელთა დადგმებზეც ასობით ათასი ლარი იხარჯება, პრემიერების შემდეგ რატომ ქრება რეპერტუარიდან და რა გეგმები აქვს ახალ ხელმძღვანელს? თუმცა ეს კითხვები უპასუხოდ არის დარჩენილი.

როგორი იქნება გიორგი თავაძის მიერ დადგმული პირველი სპექტაკლი მესხიშვილის თეატრის სცენაზე უცნობია, თუმცა პირველი კომუნიკაცია მედიასთან წარუმატებელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ლადო მესხიშვილის თეატრს  გიორგი თავაძემდე, სხვა  გიორგი თავაძე ხელმძღვანელობდა, თუმცა მან მოულოდნელად განცხადება დაწერა და თეატრიდან წავიდა. როგორც ჩანს, არცერთი  გიორგი თავაძე მედიასთან ღიაობით არ გამოირჩევა.

კომენტარები