მთავარიახალი ამბებიიმერეთი

მესხიშვილის თეატრში ელდარ შენგელაიას საიუბილეო საღამო გაიმართა

მესხიშვილის თეატრში ელდარ შენგელაიას საიუბილეო საღამო გაიმართა

ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში ელდარ შენგელაიას 90 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.

ლეგენდარულმა ქართველმა რეჟისორმა თავისი სადებიუტო ფილმი “თეთრი ქარავანი“ 1963 წელს გადაიღო. ელდარ შენგელაია აქტიურად ახდენდა დავით კლდიაშვილის მოთხრობების ეკრანიზაციას, რაც მის შემოქმედებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა.

რეჟისორის ქუთაისთან განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ შექმნა უკვდავი პერსონაჟები. რეზო გაბრიაძესთან და რეზო ჭეიშვილთან თანამშრომლობით შეიქმნა ფილმები, რომლებიც დღესაც, ახალგაზრდა თაობაში პოპულარობით სარგებლობს. მათ ერთობლივად შექმნეს ფილმები “არაჩვეულებრივი გამოფენა“, “შერეკილები“ და “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”.

” საიუბილეო თარიღს ვულოცავ, ქართული კინოს დიდ მაესტროს, ელდარ შენგელაიას. მან შექმნა ქართული მხატვრული ფილმის ეპოქა, რომელიც მსოფლიო კონომატოგრაფიის მატეანეში ღირსეულ ადგილს იკავებს. ელდარ შენგელაია იმ დიდი ოჯახის ღირსეული შთამომავალია, რომელმაც საფუძველი ქართულ კინოს ისტორიას ჩაუყარა. დღეს ის იუბილარია და მინდა ვუსურვო მხნეობა, ჯანმრთელობა და ყველა იმ სურვილის ასრულება, რომელიც ქართულ კინოს უკავშირდება”, – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.

კომენტარები