მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ქალი შესაძლოა, დღეს გაათავისუფლონ

მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ქალი შესაძლოა, დღეს გაათავისუფლონ

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ქალი შესაძლოა, დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ.

ახალგაზრდა ქალი პოლიციამ შეცდომით დააკავა, შემდეგ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, სასამართლომ კი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

მძიმე მუხლით დაკავებული ქალი და მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ დანაშაული სხვამ ჩაიდინა, თუმცა პროკურატურა ამბობდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სწორედ ქალის დანაშაულზე მიუთითებდა, შემდეგ კი სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ  კაცი არა მეუღლემ, არამედ მეუღლის ძმამ მოკლა.

დღევანდელ პროცესზე, ადვოკატების შუამდგომლობით მოსამართლე ქალის გათავისუფლებაზე იმსჯელებს.

კომენტარები