მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მე ვარ დაობლებული ჩვილის შვილმკვდარი ბებია, დაისაჯოს ყველა ექიმი, ვინც 19 წლის შვილი მომიკლა”

“მე ვარ დაობლებული ჩვილის შვილმკვდარი ბებია, დაისაჯოს ყველა ექიმი, ვინც 19 წლის შვილი მომიკლა”

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

დაღუპული ქალის ახლობლები, საგამოძიებო ორგანოში, დღეს, მას შემდეგ დაიბარეს, რაც გარდაცვლილი ქალის ოჯახმა მომხდარზე მედიით ისაუბრა.

სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახმა პოლიციის შენობაში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ მათი ერთადერთი და მთავარი მოთხოვნაა, რომ გამოძიების დასრულებამდე ყველა იმ ექიმს ლიცენზია შეუჩერდეს, რომელთა სავარაუდო დანაშაულიც საქმეში იკვეთება.

“მე ვარ დაობლებული ჩვილის, შვილმკვდარი ბებია. მე გამაუბედურეს და დამღუპეს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოცნების ახდენის დროა, თუმცა სამწუხაროდ, ჩემს შვილს ოცნებები არ აუხდა”, – განაცხადა შვილმკვდარმა თეა ლატარიამ.

კლინიკაში ოჯახის ბრალდებებს უარყოფენ და სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

კომენტარები