მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“მიმიფურთხებია ასეთი პირველი პირისთვის, თუნდაც სათამაშოსთვის”

“მიმიფურთხებია ასეთი პირველი პირისთვის, თუნდაც სათამაშოსთვის”

პუტინი ძებნილია, როგორც სამხედრო დამნაშავე მსოფლიოში და მისი მიმდევარი ქართველი ორჯონიკიძეებიც უახლოეს პერიოდში გაიზიარებენ მის ბედს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.

“მიმიფურთხებია ასეთი პირველი პირისთვის, თუნდაც სათამაშოსთვის. ღარიბაშვილზე ამბობენ, რომ ბერას ქოლგის დამჭერი იყო და ვფიქრობ, მისი უთამოყვარეო და ანტისახელმწიფოებრივი  განცხადებებიდან გამომდინარე, მისთვის ზედგამოჭრილი თანამდებობაა პუტინის კარის ოლიგარქის ოჯახში, ნომერ პირველი ლაქიის ფუნქცია.

მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი, ლავროვი და პუტინიც კი რომ ვერ ამოუშვებს საყლაპავი მილიდან, ისეთ სიბინძურეებს საუბრობს ანტონ-ტრი-ტრი ღარიბაშვილი. მას და მის რუსულ ხელისუფლებას ვურჩევ, პირში დეზინფექცია ჩაიტარონ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს ახსენებენ და მით უმეტეს 2008 წლის რუსეთის აგრესიის კონტექსტში.

საქართველო არის უახლოეს ისტორიაში პირველი ქვეყანა, რომელიც ტერორისტ პუტინს და მის მაოხრებელ არმიას წინააღმდეგობა გაუწია – შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დასტური საქართველოს სიმართლის და ჭეშმარიტი ობიექტურობის.

პუტინი ძებნილია, როგორც სამხედრო დამნაშავე მსოფლიოში და მისი მიმდევარი ქართველი ორჯონიკიძეებიც უახლოეს პერიოდში გაიზიარებენ მის ბედს. რუსეთი დამარცხდება და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერი, საკადრის პასუხს გასცემს მეხუთე კოლონას, საქართველოში.

დიდება გმირებს”, – წერს ხაბეიშვილი.

კომენტარები