მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მინდა, რომ ჩემი მეუღლე არ იმყოფებოდეს პატიმრობაში”, – ქალი, რომელზეც ქმარმა იძალადა, მის თავისუფლებას ითხოვდა

“მინდა, რომ ჩემი მეუღლე არ იმყოფებოდეს პატიმრობაში”, – ქალი, რომელზეც ქმარმა იძალადა, მის თავისუფლებას ითხოვდა

ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი 5 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დაუყოვნებლივ გათავისუფლდება.

მიუხედავად იმისა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ტყიბულის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ჯონი ქასრაშვილი მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდა, სასამართლოს შუამდგომლობით თავად დაზარალებულმა მიმართა და მეუღლის გირაოთი თავისუფლება ითხოვა.

“მე მინდა, რომ ჩემი მეუღლე არ იმყოფებოდეს პატიმრობაში ჩემი შვილებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ის არის არაჩვეულებრივი მამა, ამ წუთს დედასთან ვცხოვრობ, ჩემ შვილებს ძალიან უყვართ მამა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში მოხდა”, – განაცხადა დაზარალებულმა.

თავად დაკავებულმა განაცხადა, რომ დანაშაული არაფხიზელ მდგომარეობაში, აფექტის დროს ჩაიდინა.

ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა.

კომენტარები