მთავარიახალი ამბებისლაიდი

მიტროპოლიტმა იოანემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ პრორუსული პუბლიკაცია გამოაქვეყნა

მიტროპოლიტმა იოანემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ პრორუსული პუბლიკაცია გამოაქვეყნა

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ პრორუსული პუბლიკაცია გამოაქვეყნა.

მღვდელმთავარი იოანე წერილში ტენდენციურად და რეალობას აცდენილად განმარტავს ან უგულებელყოფს წმიდა საეკლესიო კანონებს და ამგვარად უდგება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს.

წერილი აბსოლუტურად პრორუსულია და გაჯერებულია კრემლისა და მოსკოვის საპატრიარქოს პროპაგანდისტული სიცრუეებით.

მღვდელმთავარი იოანე აღნიშნულ პუბლიკაციაში მიმართავს წმიდა საეკლესიო კანონთა რუსულ-კრემლისტურ ინტერპრეტაციებს, რომელთა გასაღებას სამართლიანობის პრინციპის ფსევდოსახელით ცდილობს.

ყოველივე ამას კი მღვდელმთავარი იოანე აკეთებს რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის კვალად და ფონზე.

 

წყარო: http://wenews.ge

 

კომენტარები