მთავარიახალი ამბებიიმერეთი

მიხეილ გიორგაძე დღეს საკრებულოს სხდომას პირველად დაესწრო

მიხეილ გიორგაძე დღეს საკრებულოს სხდომას პირველად დაესწრო

ქუთაისის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს. “ქართული ოცნებიდან” ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ გიორგაძე დღეს საკრებულოს სხდომას პირველად დაესწრო.

როგორც ცნობილია, ერთი თვის წინ ავტოქარხანაში შუალედური არჩევნები ჩატარდა და კონკურენტის გარეშე მიხეილ გიორგაძემ გაიმარჯვა.

2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, აღნიშნულ ოლქში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ბესიკ ბრეგაძემ გაიმარჯვა, თუმცა ის ემიგრაციაში წავიდა, რის გამოც განმეორებითი არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.

კომენტარები