მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მოგვეშველეთ, დაუცველები ვართ”- წყალტუბოში გაქურდული ავტომობილების ფოტოკოლაჟი

“მოგვეშველეთ, დაუცველები ვართ”- წყალტუბოში გაქურდული ავტომობილების ფოტოკოლაჟი

“მოგვეშველეთ, დაუცველები ვართ” – წყალტუბოში გაქურდული ავტომობილების მეპატრონეები დახმარებას ითხოვენ.

კერძო მესაკუთრეების განმარტებით, ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და აცხადებენ, რომ მათ კერძო ქონებას ხელისუფლება ვერ იცავს.

“გეფიცებით შევარდნაძის დროს უფრო დაცულად ვგრძნობდი, თავს ვიდრე ახლა. ეს რა ხდება, ვინმე გვეტყვის?! ყოველი ახალი დღის გათენება გვეშინია, არ ვიცით ვის რა მოპარეს. ხალხო, რაღაც მოვიმოქმედოთ, ასე დავიღუპებით“,- აცხადებს დაზარალებული იზოლდა ჭილაია.

წყალტუბოში კრიმინალური შემთხვევები ერთმანეთის მიყოლებით ფიქსირდება. მხოლოდ ერთ ღამეში მუნიციპალიტეტში 35 მანქანა გაძარცვეს. 35-ვე ავტომანქანის მინები ჩამსხვრეულია, წაღებულია მაგნიტოფონები და სხვადასხვა ნივთები. რამდენიმე მანქანიდან წაღებულია თანხაც.

ადგილობრივების თქმით, პოლიცია არცერთი შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე არ მისულა.

კომენტარები