მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მოგვპარეს 2500 ლარზე მეტი ღირებულების მცენარეები, გთხოვთ ღირებულების ნახევარი მაინც დაგვიბრუნეთ”

“მოგვპარეს 2500 ლარზე მეტი ღირებულების მცენარეები, გთხოვთ ღირებულების ნახევარი მაინც დაგვიბრუნეთ”

ქუთაისში 2 500 ლარზე მეტი ღირებულების მცენარეები მოიპარეს, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაზარალებული ავრცელებს და მიმართავს მათ, ვინც მცენარეები წაიღო, მათი ღირებულების ნახევარი მაინც დააბრუნოს.

“არასდროს, არასდროს მომხდარა ისე რომ ჩვენთვის 100 ლარზე მეტი ღირებულების მცენარე ჩვენთვის მოეპარათ!

დღეს ქუთაისში მოხდა კატასტროფა! მოგვპარეს 2500 ლარზე მეტი ღირებულების მცენარეები.

ხალხო ერთი წვეთი სირცხვილი მაინც არ გაქვთ სხვისი ნაშრომი უფასოდ როგორ უნდა წაიღოთ!

ოფლში ამოწურული ვარ, ხედავთ ყველაფერს ვაკეთებ, ასი ადამიანი მელაპარაკება და თქვენ არ მელოდებით…

ჩემი ცუდი მდგომარეობით ისარგებლეთ და მომპარეთ მცენარეები იცით რამხელა ზარალი მოგვაყენეთ ამით!!! 10-10-100 ლარობითაც წაიღეთ, ამას არ ველოდი, ამას როგორ წარმოვიდგენდი თუ ასე უნამუსოდ წაიღებდით! ამხელა მცენარეებს!

ძალიან დიდი მადლობა მათ ვინც მელოდებოდა, შეიკავა თავი და მაფრთხილებდა ამდენ ხალხში თორემ უფრო დიდი იქნებოდა ჩვენი ზარალი!

სიტყვებს თავს ვერ ვუყრი ისეთი განერვიულებული ვარ ახლაა, მე კი მომატყუეთ, მაგრამ ღმერთს ვერ მოატყუებთ, ძალიან გთხოვთ გამოიჩინეთ გულისხმიერება და ჩვენი კუთვნილი მცენარეს ღირებულების ნახევარი მაინც დაგვიბრუნეთ, ძალიან, ძალიან გვჭირდება ყველა ლარი…

მიმღები:

შპს რავ ენდ რებე
თიბისი ბანკი
#GE88TB7621436020100003
საქართველოს ბანკი
#GE48BG0000000533530695”, – წერს დაზარალებული.

კომენტარები