მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მომავლის ჭიათურის” წარმომადგენლები “ჯორჯიან მანგანეზისგან” 6 წლის ანგარიშის წარდგენას ითხოვენ

“მომავლის ჭიათურის” წარმომადგენლები “ჯორჯიან მანგანეზისგან” 6 წლის ანგარიშის წარდგენას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაცია “მომავლის ჭიათურის” წარმომადგენლები “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის მიერ 6 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას ითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნით ორგანიზაციის წევრები ჭიათურის საკრებულოს სხდომაზე მივიდნენ.

მათი განცხადებით, სპეციალურმა მმართველმა ჭიათურაში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორების ვალდებულება აიღო, რაც როგორც “მომავლის ჭიათურას” წარმომადგენლები ამბობენ, ნიკოლოზ ჩიქოვანმა არ შეასრულა. ისინი საინიციატივო ჯგუფის შექმნას და იმ პრობლემების განხილვას ითხოვენ, რაც მოსახლეობის წინაშე დგას. პრობლემებად კი გადათხრილი, დანგრეული სოფლები, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და კომპენსაციის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა სახელდება.

საკრებულოს სხდომას ბრალდებების ადრესატი ნიკოლოზ ჩიქოვანი არ ესწრება.

სხდომაზე იმყოფებიან “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

კომენტარები