მთავარიახალი ამბებიიმერეთი

მოსახლეობის მიერ პრობლემის მოგვარების თხოვნას ზესტაფონის მერიაში ხმაური მოჰყვა

მოსახლეობის მიერ პრობლემის მოგვარების თხოვნას ზესტაფონის მერიაში ხმაური მოჰყვა

ხმაური ზესტაფონის მერიაში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შენობაში, სოფელ ქვედა საზანოს მოსახლეობა შეიკრიბა და დასახლებაში არსებული მძიმე საგზაო ინფრასტრუქტურა გააპროტესტა.

მოსახლეობის ხმაურით, ზესტაფონის მერის მოადგილე გიორგი ჯუღელი გაღიზიანდა და მედიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს ჰკითხა ვინ შეუშვა ისინი საჯარო დაწესებულებაში. მერის მოადგილის ამ განცხადებამ მოსახლეობა კიდევ უფრო გააღიზიანა, რის შემდეგადაც ხმაური ზესტაფონის მერის მოადგილის კაბინეტში გაგრძელდა.

“ვითხოვთ გზის გაკეთებას, რომელზეც შეუძლებელია გაიაროს ადამიანმა. ფეხით გავლა შესაძლებელია, მაგრამ მანქანით, ტრანსპორტით, ან რამე თუ გვინდა, ტაქსები უარს გვეუბნებიან. უბრალოდ რამდენჯერმე ვიყავით ჩამოსული და ვინმე ჩვენი პრობლემით ადგილზე მოსვლით არავინ არ დაინტერესდა, გაკეთებაზეც არაფერი არ არის”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები რიგითი ადამიანებისგან იმდენად დისტანცირდნენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მისული მოსახლეობაც კი აღიზიანებთ.

კომენტარები