მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მოხუცები აკანკალებულ ხელისგულზე ითვლიან ხურდებს, ეყოფათ თუ არა პური რომ იყიდონ, არავინ არ იცის ვის რა გველოდება”

“მოხუცები აკანკალებულ ხელისგულზე ითვლიან ხურდებს, ეყოფათ თუ არა პური რომ იყიდონ, არავინ არ იცის ვის რა გველოდება”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქუთაისელი ნენსი ქაჯაია იმ მოქალაქეების შესახებ წერს, რომელთაც მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ და იხსენებს შემთხვევებს, როცა მოხუცებს პროდუქტების შესაძენად თანხა არ ეყოთ.

“მერამდენედ გამოვედი მაღაზიიდან ყელში ბურთგაჩხერილი… ცრემლების შეკავებას რომ აზრი არ აქვს.

მოხუცები, აკანკალებულ ხელისგულზე ითვლიან ხურდებს, ეყოფათ თუ არა პური რომ იყიდონ…

ამას წინ ბაბუა იდგა ჩემს წინ, ღამის 11 საათზე, ჩაი და პური ჰქონდა ჩახუტებული და 7 ცალი პომიდორი. შეკრიბა მოლარემ და არ მაქვს საკმარისიო ბაბუმ. დავაბრუნებ პომიდორს ან მოიცაო, ნაღვლიანი თვალებით დაიწყო ძებნა სადღაცა მქონდა იქნებ მეყოსო… მე გადავიხდი-თქო.. ჩემს წინ გოგონამ დარჩენილი ხურდა დატოვა მეც რაც მაქვს იყოსო, აიღე მეთქი კიდევ რამე გნებავს იქნებ ბაბუთქო, არაო, ესეც მერიდება, მაქვს სახლშიო. იყოს მეთქი არაუშავს, იქნებ გჭირდება კიდევ რამეთქო. არაო… მერე გარეთ ისევ შემხვდა და გამაჩერა ისევ მადლობისთვის…  ღამის 11 საათზე, ძლივს დაბაჩუნობდა, ჩაი, პური და პომიდორისთვის ჩამოვიდა…

კიდევ ბებო შემხვდა, ისიც ასე ხელისგულზე ითვლიდა ხურდებს პური და კვერცხისთვის და ეკითხებოდა ეყოფოდა თუ არა.

ბავშვები, დედა რომ მასწავლებლიდან მასწავლებლამდე წასახემსებლად ფულს ატნევს და კარტაზე არ ყოფნით ხოლმე, გული მიჩერდება, ნეტა იმდენი მქონდეს ყველა ჯერზე შევძლო დახმარება, არავინ არ იცის ვის რა გველოდება…

რაც უფრო მეტს დავდივარ ქუჩაში, უფრო სევდიანი ფიქრები მაწუხებს… ბებოები ფანჯრებთან რო ზიან და გზას უყურებენ… სულ მინდა მივიდე და ჩავეხუტო, რამდენ რამეს ფიქრობენ… ელოდებიან ასე საათობით და წლობით შვილებს და შვილიშვილებს, მეგობრებს…

ბაბუები და ბებიები, შვილიშვილები რომ მოჰყავთ სკოლიდან და გზაში ეკითხებიან რა ნიშნები მიიღეს, დედა რომ დარეკავს საზღვარგარეთიდან რომ გაახარონ და ა.შ….

რა ცოტა დრო გვაქვს… რა ბევრ რამეს ვერ ვასწრებთ და ვერ ვიაზრებთ…”, – წერს ნენსი ქაჯაია.

კომენტარები