მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნავარძეთი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

ნავარძეთი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

ნავარძეთი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (კაცხის თემი). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 560 მეტრი, ჭიათურიდან 4 კილომეტრი.

სოფელში გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა ზესტაფონი-საჩხერე.

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. სოფელში დგას ერთნავიანი დარბაზული ეკლესია – თირის მონასტერი (1708). წყაროებში ასევე მოხსენიებულია ნავარძეთის ციხე.

ნავარძეთის ციხე გვიანდელი ფეოდალური ხანის ციხესიმაგრეა, მდინარე ყვირილის ნაპირზე შემორჩენილია ციხის ნანგრევები. ციხე მდინარესთან დაკავშირებული იყო გვირაბით. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ეკლესიისა და სასახლის ნანგრევები.

1709 წელს ციხე იმერეთის მსხვილმა ფეოდალმა ქველი წერეთელმა დაიკავა და აქ მდგარი ზარბაზნები კაცხის ციხეში გადაიტანა.

1740–1741 წწ. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ს ნავარძეთის ციხეში ტყვეობაში ჰყავდა ქართლის სააბაშიოს განმგებელი ვახუშტი აბაშიძე.

კომენტარები