მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი”

“ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი”

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ასევე ნაპოვნია ცხედრის ფრაგმენტი.

“მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი, მიმდინარეობს ამ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზება, რომ უფრო მეტად გავაფართოოთ სამძებრო სამუშაოები”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ამ დროისთვის სულ 19 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები