მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნანული ცხვედიანი ქუთაისის საპატიო მოქალაქე გახდა

ნანული ცხვედიანი ქუთაისის საპატიო მოქალაქე გახდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციითა და ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ნანული ცხვედიანს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ნანული ცხვედიანი ათეული წლების განმავლობაში ჟურნალისტად და რედაქტორად მუშაობდა, არის რამდენიმე წიგნის ავტორი, ბოლო წლებია, ის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილებაში მუშაობს.

ქუთაისის საპატიო მოქალაქეები ასევე გახდნენ: ნანული კაკაურიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

ირინა ლომინაძე, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კამერული გუნდის მთავარი დირიჟორი;

დოდო თავდიდიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ლექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი, ქართველ ებრაელთა სათვისტომოს თვალსაჩინო წარმომადგენელი;

ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში;

მამა გაბრიელ ბრაგანტინი, კათოლიკური ეკლესიის ქალაქის თემის ხელმძღვანელი და წინამძღვარი;

გივი ჭიჭინაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ანსამბლ “ქართული ხმების“ სოლისტი, იმერეთის რეგიონში ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული.

რამაზ მხეიძე, ქუთაისის ყოფილი მერი;

თემურ ტაბიძე, კლინიკა “ლჯ”-ის რედიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კომენტარები