მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერს მოუწოდებს, შიდა აუდიტის დასკვნები გაასაჯაროოს

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერს მოუწოდებს, შიდა აუდიტის დასკვნები გაასაჯაროოს

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ქალაქის მერს მოუწოდებენ, შიდა აუდიტის დასკვნები საჯარო გახადოს.

ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით მერიის სარეზერვო ფონდი 200 000 გაიზარდა და 1200000 ლარს შეადგენს.

ხათუნა არველაძის თქმით, საარჩევნო წელს ხალხის თანხებს “ოცნება” აქტივისტების დასაფინანსებლად იყენებს.

“მაშინ, როდესაც ხელისუფლება რუსული კანონით ვითომდა, არასამთავრობოების და მედიის გამჭვირვალობას მოითხოვს, თავად უნდა იყოს გამჭვირვალე, შეასრულოს კანონი და ხარჯები გაასაჯაროოს”, – განაცხადა არველაძემ.

კომენტარები