მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნერგეეთში დღეს სტიქიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის 4 წევრს დაკრძალავენ

ნერგეეთში დღეს სტიქიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის 4 წევრს დაკრძალავენ

გლოვის დღეებია ბაღდათში. სტიქიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის ოთხ წევრს დღეს დაკრძალავენ.  ცხედრები ბაღდათის საკათედრო ტაძარში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

მუნიციპალიტეტში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ტყუპ დებს, ძმას და მამას საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ოჯახიდან მხოლოდ დედა გადარჩა, რომელიც ემიგრაციაში იყო და სამშობლოში ტრაგედიის შემდეგ დაბრუნდა.

ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. სახლებში 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.

დაიღუპა 9 ადამიანი.

კომენტარები