მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნიდერლანდებში ქართველმა ქართველი მოკლა – პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს ეძებს

ნიდერლანდებში ქართველმა ქართველი მოკლა – პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს ეძებს

ნიდერლანდების პოლიცია 28 წლის თორნიკე მანველიძეს ეძებს, რომელმაც საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ქალაქ უტრეხტში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ქვეყნის სამართალდამცავი უწყების ცნობით, შემთხვევა 19 სექტემბერს ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

ცნობილია, რომ 32 წლის ქართველი მამაკაცი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“ამჟამად თორნიკე მანველიძის ადგილსამყოფელი უცნობია. სწორედ ამიტომ, ვაქვეყნებთ მის ფოტოს”, – წერს პოლიცია.

პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მისი დანახვის შემთხვევაში, მას არ მიუახლოვდნენ და დაუყოვნებლივ პოლიციას მიმართონ.

კომენტარები