მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ნიკა გვარამიასთან თანამშრომლობის, მათ შორის გაერთიანების ფარგლებში, პრობლემა არ მაქვს და არც მას”

“ნიკა გვარამიასთან თანამშრომლობის, მათ შორის გაერთიანების ფარგლებში, პრობლემა არ მაქვს და არც მას”

საზოგადოებას ერთ კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას ვაცნობებთ, ეს იქნება ან ცალკე გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან გვარამიასთან ერთად, ან უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა, – ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა.

“მაქსიმუმ ერთ კვირაში, ჩვენ ყველანი, საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას ვაცნობებთ. ეს იქნება ან ცალკე პოლიტიკური გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად, ან შეიძლება იყოს უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა, თუმცა ერთ კვირას ნამდვილად აღარ გადასცდება.

მარტის პირველი დღეებიდან, კამპანია, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყნის გათავისუფლებას, გადაჭარბების გარეშე, იმ მოძალადეებისგან და კორუმპირებულებისგან, არის დასაწყები”, – განაცხადა ნიკა მელიამ “მთავარი არხის” ეთერში.

მისივე თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი ამჟამად “ძალიან ბევრ, მისთვის პატივსაცემ ადამიანთან” საუბრობს.

როგორც მელიამ აღნიშნა, ნიკა გვარამიას გარდა, საუბრები მიმდინარეობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთანაც. რაც შეეხება “დროას”, მელიას თქმით, მათთან ამ საკითხზე საერთოდ არ უსაუბრიათ.

“ლელოსთან” დაკავშირებითაც, მელია აცხადებს, რომ საუბრები მიმდინარეობს, თუმცა არა პოლიტიკურ ერთობაზე.

“მე მასთან [ნიკა გვარამიასთან] წლებია მაკავშირებს ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პლატფორმაზე იყო და ახლა შემოდის როგორც სუბიექტი პოლიტიკურ ველზე, ახლა სულ სხვა დატვირთვა ექნება და მჯერა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ასე მჯერა. ჩვენი ურთიერთობა ძირითადად ყოველთვის იყო ძალიან პოზიტიური და მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება. მე პირადად მასთან თანამშრომლობის, მათ შორის გაერთიანების ფარგლებში, პრობლემა არ მაქვს და არც მას. ბევრი საერთო რამ გვაქვს და ვცდილობ, რომ ეგოისტურად არ შევხედო… მე მინდა დავრწმუნდე, რომ ეს ერთობა იქნება მყარი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები