მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ნიკა გვარამია – წინ მომავლისკენ, არანაირი წარსული, გთავაზობთ გავერთიანდეთ

ნიკა გვარამია – წინ მომავლისკენ, არანაირი წარსული, გთავაზობთ გავერთიანდეთ

ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ ახალი გაერთიანების შესახებ განაცხადეს. პარტიის “ახალი” საარჩევნო ნომერი 4 იქნება.

“ჩვენი პარტია არის “ახალი”, ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის, ჩვენ შევცვლით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ვიცით რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურობას, ვიცით როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამ მიზანს თქვენთან ერად მივაღწევთ აუცილებლად”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, პარტია ივლის მხოლოდ წინ და არ გაიხედება უკან.

“ეს არ არის პარტიის პრეზენტაცია, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ერთად, დავიწყოთ სიახლით, დავიწყოთ შემდგომი გაერთიანებების სურვილით და მე გულმხურვალე მომხრე ვარ დიდი გაერთიანებების, მე ნებისმიერი რამის დათმობისთვის ვარ თანახმა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა, ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ გავერთიანდეთ. მე არ ვარ შემოერთებისტი, მე გააერთიანებისტი ვარ და ამას გთავაზობთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ პირველ რიგში საკუთარი თავი ჩვენ ამბიციებში, საკუთარი თავის მოწონება მთელ ამ პროცესში და მხოლოდ ამის შემდეგ, გაერთიანების შემდეგ ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანას, როგორც ნიკა ამბობს, წინ მომავლისკენ, არანაირი წარსული, საუბარი მხოლოდ მომავალზე და ჩვენ წარმატებებზე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები