მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ნიკა მელია: 5 მარტს 5 საათზე გელოდებით თბილისში, რუსთაველზე

ნიკა მელია: 5 მარტს 5 საათზე გელოდებით თბილისში,  რუსთაველზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 5 მარტს, 5 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

გადაწყვეტილება მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის გადარჩენა – განაცხადა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე და განმარტა, რომ ამისთვის ერთადერთი გზა მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ, საზღვარგარეთ გადაყვანაა.

დასანანია, რომ ამ ჰუმანური საკითხის გამო გვიწევს პოლიტიკური ბრძოლა. პარტიის ყველა აქტივობა დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას – განაცხადა მელიამ.

კომენტარები