მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ონის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, მეწყერის შედეგებს ებრძვიან

ონის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, მეწყერის შედეგებს ებრძვიან

ონის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, მეწყერის შედეგებს ებრძვიან.

პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზა მნიშვნელოვნად დაზიანდა და საჭირო გახდა ალტერნატიული ცხმორი-ღუნდას გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაფართოებისა და გასუფთავების სამუშაოები.

უახლოეს ვადაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები, შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას და შემდგომ დაიწყება დაზიანებული გზის მონაკვეთის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ადგილზე ონის მერი სპეციალისტებთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები